Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 17 წლის გოგო პაკისტანში უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით გააუპატიურეს
ambebi.ge
28 July 2017, 17:20
პაკისტანის სამხრეთით, პუნჯაბის რეგიონში, სოფლის უხუცესთა საბჭომ 17 წლის გოგოს გაუპატიურების განაჩენი გამოიტანა, როგორც შურისძიება მისი ძმის მიერ 12 წლის თანასოფლელი გოგოს გაუპატიურებაზე. შემთხვევის გახმაურების შემდეგ 22 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოძიებიდან ირკვევა, რომ პირველი მსხვერპლი, 12 წლის გოგონა, მინდორში ბალახს თიბავდა, როცა მას მამაკაცი დაესხა თავს და გააუპატიურა. გოგონამ მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, მათ კი უხუცესთა საბჭოში იჩივლეს. საბჭომ იმსჯელა და გამოიტანა განაჩენი, რომ ძალადობა ძალადობითვე უნდა დასჯილიყო. ობიექტად კი მოძალადის სამი დიდან ყველაზე უმცროსი შეარჩიეს.

მომხდარზე გამოძიება ისევ გრძელდება. Advertisement ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ორივე არასრულწლოვანი ნამდვილად სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, სოფელში კიდევ მოხდეს დაკავებები.

ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს პუნჯაბის რეგიონში გაუპატიურების 38-ე გახმაურებული შემთხვევაა. ძალადობის ზოგი ფაქტი რეაგირების გარეშე რჩება ან უხუცესთა საბჭოს განაჩენით შემოიფარგლება, რომელიც თავის მხრივ, ქალს უუფლებოდ და მამაკაცის საკუთრებად მოიაზრებს.

წყარო: ginsc.net
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი